ბათუმში მიმდინარე აქციას ტაქსის მძღოლები შეუერთდნენ

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით და რეგულაციების გაუქმებით საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს სოლოდარობა სამარშუტო მიკროავტობუსებისა და ტაქსის მძღოლებმაც გამოუცხადეს, მათ პროტესტის ნიშნად ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს და აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. “აქ ყველაზე მებრძოლი და პატრიოტი ადამიანები იმყოფებიან. ჩვენ არჩევნები – სახელმწიფო წაგვართვეს, მიიტაცეს ჩვენი ქვეყანა… ერთადერთი გზა გვაქვს ვიბრძოლოთ და ხელისუფლება გავუშვათ სახლში… დღევანდელმა ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები წაგვართვა და ამიტომ ქუჩაში ვართ და ვიბრძვით”,- აცხადებენ აქციაზე შეკრებილები

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share