”გადადგომის ტრადიცია არა გვაქვს ჩვენ და ეს ერთგვარი საბჭოური მემკვიდრეობაა, რომ სიმართლე ბოლომდე არ ითქვას. მის პრესკონფერენციას რომ ვუყურებდი, უნდა ივარაუდო გადადგა, გადაწყვიტეს თუ რატომ? პატარა ქვეყანაა, არაფერი არ იმალება და ვიცით რაღაცნაირად კულუარებიდან, რომ მას უთანხმოება აღმოაჩნდა პრემიერ-მინისტრთან. ნორმალურ ქვეყანაში ბრიფინგებზე ამბობენ ხოლმე, რომ მე მაქვს უთანხმოება და მივდივარ. ეს მოხდა. რომ გადადგა ეს თავისთავად გარკვეული პრინციპულობის მატარებელი ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, რომ უცნაურ ფორმაშია შეფუთული, რომ მე პარტიაში ვრჩები, ესეიგი ბიძინასთან ვრჩები, მაგრამ ღარიბაშვილთან აღარ რჩება. გასაგებია, რომ არც უნდა დარჩეს საკუთარი თავის პატივისმცემელი ადამიანი, პროფესიონალი არ უნდა დარჩეს ღარიბაშვილის მთავრობაში. [პარტიაში დარჩენით] შეიძლება ბიზანტიურ-საბჭოური პოლიტიკაა და ივანიშვილი ფიქრობს, რომ ცოტა ხანში, საერთოდაც ამოატრიალებს სიტუაციას და თუ ვინმე წავა ღარიბაშვილი წავა და არა ტიკარაძე.”
ასე გამოეხმაურა პალიტრანიუსის ეთერში ყოფილი დეპუტატი, დავით დარჩიაშვილი ეკატერინე ტიკარაძის დღევანდელ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.