”ლაქა, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღემდე მოიტანა, გაუქრობელია და მას აქვს სისხლისფერი” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეროვნულ შერიგებაზე:
“შერიგებასთან დაკავშირებით არავის არასდროს არ ჰქონია გეგმა, რომ სახელმწიფოში სიმშვიდე ჩამოვარდეს, ყოველთვის იყო ლაპარაკი რევოლუციაზე, დესტაბილიზაციაზე, არეულობაზე, იყო სააკაშვილი უკრაინაში თუ მას შემდეგ რაც ის საქართველოში ჩამოვიდა. ამ რევოლუციურ გეგმას ენერგია გამოეცალა და ეს თემაც ამიტომ იქნა შემოტანილი. ვფიქრობ, მოვა დრო, როცა პოლიტიკოსების ახალი თაობა გამონახავს საერთო ენას, თუნდაც, “ნაციონალური მოძრაობის” სახელით არსებობდეს პოლიტიკური პარტია, თუმცა, ამაშიც ეჭვი მეპარება, რადგან ის ლაქა, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღემდე მოიტანა, გაუქრობელია და მას შავი ფერი არ აქვს, მას აქვს სისხლისფერი, ეს არის რეალობა და ამ რეალობიდან გამოსვლა არის ერთადერთი – სინანული, მონანიება, სასჯელის მიღება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალი იდეით, ახალი თემით დაბრუნება და თუნდაც, შერიგებაზე საუბარი. მე რომ შევურიგდე, შეურიგდება ის ხალხი, ვის კისერზეც გადაიარა ამ რეჟიმმა? ის ხალხი სწორედ, ვინც ხალხს გაძლევს შენ, როგორც პოლიტიკურ პარტიას”, – განაცხადა ვოლსკიმ.