ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ სოციალური ქსელით ახალი ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, „ომიკრონის“ გენომის შესწავლისას გამოჩნდა, რომ კოვიდი სხვადასხვა ვირუსების მავნე მახასიათებლებს ითვისებს და პოტენცია აქვს, რომ უძლეველი გახდეს.
„ომიკრონის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი „სპაიკ“- პროტეინის ამინომჟავათა 26 მუტაციაში არის 23 ჩანაცვლება (substitution), 2 წაშლა (deletion) და ერთი, აქამდე უნახავი ჩამატება ( insertion); სწორედ ეგ არის ins214EPE.
ჩამატება მუტაცია იმიტომ არის საშიში, რომ საიდანღაც, კერძოდ სხვა ვირუსის გენომიდან მოათრია კოვიდმა ეს ინფორმაცია და შეითავსა თავის გენომში. ანუ, კოვიდმა უკვე დაიწყო ინტერგენომური თამაშები და აქვს პოტენცია, რომ ყველა სხვა უბედური ვირუსებიდან აღებული მავნეობები შეითავსოს და სრულიად უძლეველი გახდეს…“, – აღნიშნავს ზურაბ გურული.