თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ავერსის აფთიაქზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფთიაქში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა, თუმცა ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ჯერჯერობით არ ადასტურებს, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. როგორც “მთავარს” უწყების პრესსამსახურში უთხრეს, ადგილზე პოლიცია არასრულწლოვნების გამო გამოიძახეს, რომლებმაც აფთიაქში თანხა არ გადაიხადეს.