“კონფლიქტის არსებობას არ ვადასტურებ”-ნინო წილოსანი

მინდა ეკატერინე ტიკარაძეს წარმატება ვუსურვო, თუმცა არ ვადასტურებ რაიმე კონფლიქტის არსებობას”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა კითხვას, ხომ არ უკავშირდებოდა ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა კონფლიქტს.

„პატივს ვცემ ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას. მან დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტზე, რომელიც ამ წლების განმავლობაში განხორციელებულა. მას მინდა წარმატება ვუსურვო, თუმცა არ ვადასტურებ რაიმე კონფლიქტის არსებობას”, – ამბობს წილოსანი.

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share