“დაელოდეთ და ნახავთ”- შეცვლის თუ არა არჩილ თალაკვაძე ეკატერინე ტიკარაძეს

შესაძლოა, ჯანდაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არჩილ თალაკვაძემ შეცვალოს.  თალაკვაძემ “მთავარ არხთან” დაადასტურა მხოლოდ ის, რომ შეხვედრებს მთელი დღის განმავლობაში მართავს. შეხვედრები, სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვას უკავშირდება.

“შეხვედრაზე მაგვიანდება… მკითხაობას მოეშვით. მე მგონი ამომწურავი პასუხები მოისმინეთ [ეკატერინე ტიკარაძის] ბრიფინგზე და პარტიის თავმჯდომარემაც განმარტა, დანარჩენს დაელოდეთ და ნახავთ”,- ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

“ოცნების” გუნდში ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე შესაბამისი კანდიდატის განხილვა უკვე დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ არსებული ცნობებით, ჯანდაცვის მინისტრის ვაკანტურ პოსტზე კიდევ სამი კანდიდატურა განიხილება. მათ შორისაა, ნინო კობახიძე, ლევან რატიანი და ავთანდილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი გუშინ დატოვა. ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გადადგა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share