მაგალითად:
1 – ქალს თუ შარვალი ეცვა, ბოზი იყო (გავიარეთ)
2 – პატიოსანი ქალი დაღამების შემდეგ ქუჩაში მარტო არ უნდა გამოსულიყო (გავიარეთ)
3 – კაცი თუ ველოსიპედზე იჯდა, გამოქლიავებული იყო. (გავიარეთ)
4 – ქალი თუ სიგარეტს ეწეოდა, ბოზი იყო (გავიარეთ)
5 – პიკნიკზე მიმავალი ქალი ზურგჩანთით, რომელსაც ღამე კარავში უნდა გაეთენებინა, ბოზი იყო. (ეს მგონი დღემდე მხოლოდ სანახევროდ არის გავლილი)
6 – კაცს თუ შორტი ეცვა, გამოქლიავებული იყო (გავიარეთ. საქართველოს ზღვისპირა ქალაქებში მაცხოვრებელი ხალხი დაგვეხმარა კარგად)
7 – კაცს თუ გრძელი თმები ჰქონდა, ცისფერი იყო (გავიარეთ. აქ პოპულარულმა უცხოელმა სპორტსმენებმა გვიშველეს)
8 – ადამიანი თუ გარდაიცვლებოდა და ოჯახი ხმამაღლა, მოთქმით არ იტირებდა, ესე იგი ის ოჯახს არ უყვარდა (გავიარეთ მე მგონი)
9 – წესიერი ქალი მანქანაზე არ დაჯდებოდა (გავიარეთ)
ახლა რაზე მიდის ჭიდაობა?
1 – კაცს თუ კიკინა აქვს, ცისფერია (სანახევროდ არის გავლილი. იბრაგიმოვიჩი გვეხმარება სერიოზულად)
2 – კაცს თუ საყურე უკეთია, ცისფერია. (აქ ეკლესიის ფრესკებზე გამოსახული საყურეებიანი ქართველი მეფეები გვეხმარებიან)
3 – კაცი თუ სილამაზის სალონში დადის და ფრჩხილებს იკეთებს, ცისფერია. (ამ ამბავს მე მგონი დიდი ხანი არაფერი ეშველება)
4 – კაცი თუ არ სვამს, კარგი ტიპი ვერ იქნება (აქაც მძიმედ არის საქმე)
წერს საკუტარ ფეისბუკ გვერდზე ფეისბუკ მომხმარებელი კახა გაგლოშვილი.