”სურვილი არის, რომ ქვეყანაში ეს კოშმარი დასრულდეს, ქვეყანაში დასრულდეს ადამიანი უფლებების თელვა. პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ეკონომიკური დეგრადაცია და ქვეყანაში ჩამოყალიბდეს რაღაც დოზით თანხმობა, ამის სურვილი საზოგადოებას აქვს… ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს ფართომაშტაბიანი ამნისტიით, იმიტომ რომ ეს არის იდეა, რომელიც საბოლოოდ ამ წვეტიან კუთხეებს ამრგვალებს. მივესალმები სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ბევრი თუ… მე მეეჭვება წარსულის აღქმაზე შევჯერდეთ – ეს შეუძლებელია. ჩვენ ვერ შევთანხმდებით წარსულზე კობახიძეს ვგულისხმობ, იმიტომ რომ აწმყო რეპრესიულია, წარსულის მიმართ, აწმყო უკეთსი არ არის წარსულზე, რაც იმ წარსულში ცუდი იყო გაათკეცდა და რაც კარგი იყო მთლიანად წარსულს ჩაბარდა… სინანულზე ეგეთი ფორმით მოლაპარაკე ადამიანებს ხელში სეკატორი უჭირავთ და თმებს იპარსავენ. ძალიან ითხოვს კობახიძის თავი ეგეთ გადაპარსვას… კობახიძემ დაანებოს სინანულზე ლაპარაკს თავი, იმიტომ რომ არ არსებობს კოლექტიური სინანული, კობახიძისთვის არავის მიუცია იმის უფლება, რომ მან განსაზღვროს ვინ იქნება პოლიტიკაში და ვინ არა….”.
ამის შესახებ ოპოზიციონერმა ირაკლი კობახიძემ tv პირველის ეთერში განაცხადა.