საქართველოში კორონავირუსის 3 542 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამასთან, გარდაიცვალა 64 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,11%.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 978 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 558 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 420 PCR ტესტით.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 542 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა – 187, იმერეთი – 558, ქვემო ქართლი – 182, შიდა ქართლი – 251, გურია – 85, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 276, კახეთი – 154, მცხეთა-მთიანეთი – 117, სამცხე-ჯავახეთი – 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.