საფრანგეთი- საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, მოახლოვებულ არჩევნებზე, მის ბინძურ მხარეებსა და ზოგადად “ოცნების” ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, საკუთარ აზრს აფიქსირებს:
„არც ერთი ხელისუფლების დროს, არ მქონია იმის განცდა, რომ ვიყავი იდეალური სახელმწიფოს მოქალაქე, მაგრამ ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან 8 წლის განმავლობაში ზუსტად დავრწმუნდი იმაში, რომ გახრწნილი სახელმწიფოს მოქალაქე ვარ.
ეს არის ხელისუფლება, რომელმაც “იმედით” მოკლა – იმედი!
და ეს არის ხელისუფლება, რომელმაც “ოცნებით” – ოცნებები დაასამარა!
მძულს არჩევნების პერიოდი!
მძულს, რადგან ერთნაირად ამაზრზენია ყველა ის სიბინძურე, რომელსაც ლამაზად ფუთავენ შენი ქვეყნის “ვაჭრუკანები” (ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც) რადგან ვინ, ვინ და, სწორედ მათ იციან, რომ ყველაზე ძვირად ამ ქვეყანაში, ისევ საკუთარი ქვეყანა იყიდება…“-წერს სულაშვილი.