“ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან კრიტიკული და მძიმე პერიოდი დგას” – აცხადებს გუბაზ სანიკიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალაუფლების მიტაცება ყველა ბინძური მეთოდის გამოყენებით შეძლო, რადგან რეალურად ამომრჩეველთა სამოცი პროცენტი მათი წინააღმდეგია, მათ შორის არის ემიგრაცია, რომელთა 80% ქვეყანაში ცვლილებების მომხრეა:„რესურსი არის ერთადერთი და ყველაზე პრინციპული და ყველაზე მთავარი. ეს არის ბოიკოტის გაგრძელება, რა თქმა უნდა პარლამენტის. მაგრამ, პრობლემა მე მაინც მიმაჩნია, რომ ორი ნაწილისგან შესდგება. ერთი, რას ვაკეთებთ დღეს- არ შესვლა ნიშნავს ბოიკოტს და შემდეგ ამ ბოიკოტს რას ვაყოლებთ, როგორ ვმოქმედებთ. ტაქტიკურ საკითხებში გეგმა არის დასადები და ჩამოსაყალიბებელი. ოპოზიცია დროთა განმავლობაში მოახერხებს რეაგირებას, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც არის ბოიკოტის საკითხი, რომელიც გულისხმობს, რაც არის დღეს ქართული სახელმწიფო. დღეს, ქართული სახელმწიფო თავისი შინაარსით და ბუნებით არის, თურქმენული სახელმწიფო. დანარჩენმა სამყარომ ეს უნდა დაინახოს. მტერმაც და მოკეთემააც, რომ საქართველოში არანაირი დემოკრატიის ნასახი არ არსებობს. ყველა ინსტიტუცია არის მიტაცებული. სამივე ხელისუფლება ბიძინას უდევს ჯიბეში. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლოც და თუ ასე გაგრძელდა, მეოთხე ხელისუფლებაც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება, მე ვგულისხმობ მედიას.
ხელოვნური ოპოზიციის გაჩენას ბევრი რამ ჭირდება. ჭირდება -დამუნჯება, დაბრმავება, დაყრუება ქართული საზოგადოების, ყველანი ასეთები უნდა გავხდეთ და მეორეც, ხელოვნური ოპოზიციის შექმნას ჭირდება დრო, მინიმუმ რამოდენიმე თვე მაინც. პირველ სესიაზე ერთპარტიული პარლამენტი იქნა და მერე საგაზაფხულო სესიაზე უცებ აღმოჩნდება, რომ სამი ოპოზიციური ფრაქცია გაჩნდა. ეგეთ ფოკუზები კი ჩაუტარებია ბიძინას, მარა არაეფექტური იქნებოდა, შეიძლება კომიკურიც. შეიძლება ბევრს არ მოეწონოს და ყურშიც მოხვდეს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი პირისპირ უნდა აღმოჩნდეს ქართველ ხალხთან და ქართველი ხალხის პრობლემებთან. პრობლემები ამ ქვეყანას ძალიან დიდი აქვს -ეკონომიკური, გეოპოლიტიკური, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მორალური, სახელმწიფოებრივი, ამიტომ უნდა აღმოჩნდეს მარტო. ავადმყოფური ლტოლვა აქვს ბიძინას, რომ 100 პროცენტით მართავდეს ყველაფერს. ჰა ბურთი, ჰა მოედანი, კი ბატონო გააკეთონ, აბა რისი გამკეთებლები არიან ვნახოთ. ოღონდ გაზაფხულზე მოუწევთ, უკვე, სხვა სიტუაციაში მოხვედრა.
არჩევნებზე ჩვენ ხომ ვიცით, რომ მინიმუმ 60/40-ზე მოიგო ოპოზიციამ. ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ქვეყნის შიგნით ამათ ხმას არ აძლევს და ჩვენ თუ ამას კიდევ ემიგრაციას დავუმატებთ, სადაც 80%-ზე მეტი ოპოზიციურად არის განწყობილი, ჩათვალეთ 2/3 არის ამ ხელისუფლების წინააღმდეგი და ის 1/3 რაც უგროვდებათ, ეს არის ყველა სიბოროტით, რაც კი ეშმაკებმა და ტარტაროზებმა მოიფიქრეს მოქრთამვა, ვერცხლითმოყვარეობა, დაშინება, ტერორი, დაყვავება ყველაფერი ამასთან ერთად 1/3-ზე მეტი მაინც არა ჰყავთ მათ მომხრე. ამიტომ პოლიტიკა ძალიან გავს მედიცინას. მედიცინაში მთავარი არ არის მკურნალობა, მთავარი არის დიაგნოზი. სწორი დიაგნოზი საქართველოს არა აქვს დასმული და არასწორი დიაგნოზით მიდის ახლა მკურნალობა, რაც აუცილებლად ჩემდა სამწუხაროდ ფატალურ შედეგებს გამოიწვევს. ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან კრიტიკული და ძალიან მძიმე პერიოდი დგება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, როგორ გავუძლებთ ვნახოთ“.