“ხატის ძვრა”

საკვირაო ან სადღესასწაულო ლიტურგიისას დასრულების შემდეგ, თუ კი მრევლის რომელიმე წევრს მშობიარობა გაურთულდა ან მძიმე ავადმყოფია, მოძღვარი ხლში აიღებს იმ წმინდანის ხატს, რომლის სახელსაც ატარებს ეკლესია და მიმართავს მრევლს, რომ უსურვონ ავადმყოფს კეთილდღეობა და გამოჯანმრთელება. ეკლესიაში მყოფი ყველა პირი შესთხოვს ღმერთს ავადმყოფის გამოჯანმრთელება, ამ სრულიად ქრისტინულ წესს გურიაში „ხატის ძვრა“ ჰქვია.

გურიაში ასევე არის რიტუალი, რომელსაც „სახლის დაძვრა“ ჰქვია, ამ რიტუალის შესრულება შემდეგნაირად ხდება – თუ ვინმეს მშობიარობა გაურთულდა ან ვინმე ავადმყოფობა დაუმძიმდა, ოჯახის უფროსი ხელში იღებს ნაჯახს და ბასრი პირით ურტყამს სახლის შიგნიდან ოთხივე კედელს.
ტარასი მამალაძე 1893
The Cathedral of Shemokmedi. From Telfer, John Buchan 1876
შეიძლება იყოს შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეიშვილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share