საქართველო ბოლო წლებია სტაბილურად ინარჩუნებს ნეგატიური მიგრაციის მაჩვენებელს. ამ ქვეყნიდან გარბიან. გაურბიან უსამართლობას, სიღარიბეს, შიმშილს და უპერსპექტივობას. გაურბიან იმას, რომ დღეს საქართველო მომავალ თაობებს მომავალს აღარ სთავაზობს.
ბევრი მათგანი ევროპასა თუ ამერიკაში კიდევ უფრო მძიმე სოციალურ პირობებში ვარდება, ბევრი უბრალოდ მონურ პირობებში ხვდება და ამას თანხმდება. გზადაგზა ეს ადამიანები თაღლითების მსხვერპლი ხდებიან.
ტვ მთავარი