თბილისის ძვირადღირებული მაღაზიები დიდი ხნის გაკოტრებული და დახურული იქნებოდა, რომ არ პარლამენტის წევრები,მათი ცოლები, ცოლის დები და ნათესავების მთელი ჯარი.
“ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი ძვირადღირებული ჩაცმა- დახურვის ერთ-ერთი ფუძემდებელია. დეპუტატი “შაბათის ეთერის” კამერის ობიექტივში “მაქს მარას” სამოსშია გამოწყობილი. კრემისფერი ქურქი 2021 წლის კოლექციდან 666 დოლარი ღირს. ერთი თვის ხელფასი აქვს გადახდილი “დიორის” ხელჩანთაში. მისი ღირებულება უცხოეთში 1376 დოლარი ანუ 4500 ლარია – თბილისში გადამყიდველებთან გაცილებით მეტი ღირს. ნინო წილოსანი ტანსაცმელში გადახდილ სოლიდურ თანხას დეკლარაციაში არ ასახავს.
ანუკი არეშიძის შემდეგ ტანსაცმელში ყველზე ძვირს პრემიერის ცოლი იხდის. ნუნუკა თამაზაშვილის Dolce & Gabbana-ს კაბა 1 546 დოლარი ღირს. საქართველოს პრემიერის მეუღლეს ჭრელი სამოსი ხიბლავს.
პარლამენტში ჩაცმა-დახურვის ტენდენციებს დეპუტატი ბაია კვიციანიც განსაზღვრავს. “შანელი” მისი ფავორიტი ბრენდია. “ქართული ოცნების” დეპუტატის ჩანთა ერთი მანქანის ფასია და 3780 დოლარი ღირს. დეპუტატს ძვირადღირებულ სამოსზე დასმული კითხვა აღიზიანებს, – სამოსი უყვართ მაგრამ მის ფასზე ლაპარაკი არა.
იტალიური ბრენდის “ფურლას” ჩანთების მოყვარულია “ქართული ოცნების” დეპუტატი თამარ ტალიაშვილი. 2019 წლის საუკეთესო მოდელი სახელად შავი ონიქსი იტალიელმა დიზაინერებმა შავი ტყავისა და ოქროსფერი ჯაჭვის შთაგონებით შექმენას. მისი ფასი 889 დოლარლია. დაახლოებოთ 2800 ლარი – ანუ დეპუტატის თითქმის ერთი თვის ხელფასი. თამარ ტალიაშვილის ტანსაცმლის მდიდრული კოლექცია ათი აათასობით ევროს ღირებულებისაა. საქართველოს რიგითმა მოქალაქემ მთელი ცხოვრება რომ უნდა იმუშაოს და მაინც ვერ მოაგროვებს.
ჰარლი დევიდსონი ხიბლავს არჩილ თალაკვაძეს. ის ამ ბრენდის არ მხოლოდ მოტოციკლების, არამედ სამოსის მოყვარულია. პოლიტიკისაგან გადაღლილი არჩილ თალაკვაძე საკუთარ თავს განმუხტვის საშუალებას ბაიკერობით აძლევს. პერანგი დაახლოებით 1000 ლარი ღირს. თუმცა არჩილ თალაკვაძე მთელს ფულს ცოლის შესამოსელში ხარჯავს.ქუდებში პარლამენტის ყოფილი თავმჯომარის მეუღლე ძალიან ბევრს ხარჯავს. კანადა გუსის აი ეს ერთი ქაშმირის ქუდი 1000 ლარი დაუჯდათ. ცნობილი ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას შექმნილი კოლექცია არჩილ თალაკვაძის მეუღლეს განსაკუთრებით ხიბლავს. მხოლოდ ერთი წყვილი ბოტასი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ლამის ერთი თვის ხელფასია.
დეპუტატი მამუკა მდინარაძე გაძვირებულ ფასებზე დასმულ კითხვებს ტრადიციული ხერხით გაურბის. სწრაფად სვლაში გუჩის 855 დოლარიანი ფეხსაცმელი ეხმარება.
დახვეწილი მოდა “ქართულ ოცნებაში” ბექა ოდიშარიასაც ხიბლავს. ამავე მოდას მიყვება ბექა დავითულიანიც, დაცვითულიანთან შედარებით. ბექა ოდიშარიას ტანსაცმლის უძვირესი კოლექცია აქვს. ექსტრავაგანტული პიჯაკები აბრეშუმის ცხვირსახოცებით ათიასობით ლარი ღირს. 700 დოარიანი “ბოსის” პიჯაკი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე იაფი სამოსია მდიდარი დეპუტატის კოლექციაში.
თვალში საცემია მდიდრული სამოსი მილიონერი დეპუატატის ელგუჯა გოცირიძის კოლექციიდან. მისი შარფი, რომელიც სტეფანო რიჩის მოდის სახლს ეკუთვნის 450 დოლარი ღირს. სტეფანო რიჩი ერთერტი ძვირიანი ბრენდია. ის ოლიგარქების საყვარელ სამოსს ქმნის. ტანსაცმელი მხოლოდ ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის ხელით იკერება. ფლორენციელი დიზაინერის ნამუშევრებს “ქართული ოცნების” დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ატარებს. მისი ქურთუკი სტეფანო რიჩის კოლექციიდან 3550 დოლარი ღირს.
დეპუტატებს ძვირადღირებული ბრენდები დეკლარაციაში არ აუსახავთ.
ტვ პირველი