“სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, თაკო ჩარკვიანი თვლის, რომ ბიძინ ავანიშვილის ხელისუფლება საქართველოს რუსეთის ანექსიისთვის ამზადებს:
“ალბათ ახლა , ვისაც არ სჯეროდა და თვლიდა და სადღაც გულის სიღრმეში ფიქრობდა, რომ გადამეტებული შიში მქონდა , რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთისთვის მუშაობს და “იღწვის”, ახლა არავის შეეპარება ეჭვი ალბათ და ჩანს კარგად რატომაც ვღელავდი ეს ბოლო 7 წელი ასე ძალიან, ამ თემასთან დაკავშირებით და რომ 20 ივნისს გავრილოვი- ეს ერთგვარი დატესტვა იყო ჩვენი საზოგადოებისა , როგორი რეაქცია ექნებოდა ხალხს რუსი კომუნისტის პარლამენტში პირველ სავარძელში ჩაჯდომის გამო-ეს გამოცდა ღირსეულმა მოსახლეობამ , ასევე ღირსეულად ჩააბარა!ახლა გეტყვით, რომ ჩვეულებრივი ანექსიისთვის ამზადებენ საქართველოს! ვფიქრობ რომ ამ საბედისწერო გამოცდას დიდი ღირსებით და თავდადებით ჩავაბარეთ!
ძირს “ცრუ მეფე “, ძირს ოლიგარქი!
ქვეყანას ანექსიას უმზადებენ!
ხსნა ჩვენშია, ცხადია დასავლელ პარტნიორებთან ერთად, მაგრამ უუუპირველესად ხსნა ჩვენს სიმტკიცეშია!“– წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ გაიმართა,ზურა აბაშიძე გრეგორი კარასინს შეჰპირდა,რომ 2019 წლის ივნისში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული აქციების შედეგებს აღმოფხვრიდა.
ის რაც ეწერა ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საერთოდ არ იყო ნახსენები ოფიციალური თბილისის პოზიციაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ე.წ პრაღის ფორმატში შეხვედრის შემდეგ ქართულ-რუსული მხარეების განცხადებები განსხვავებულია. პროტესტის გამო, რომელიც რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ვერსიას მოჰყვა, ზურა აბაშიძე თავის მართლების რეჟიმში გადავიდა. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი უარყოფს ლავროვის უწყების ოფიციალურ ინფორმაციას და კარასინის ინტერპრეტაციად ნათლავს.
კარასინი-აბაშიძის შეხვედრის შემდეგ ირკვევა, რომ კრემლმა საქართველოს კონკრეტული პირობები წაუყენა. რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს ჩვენს ქვეყანასთან ფრენებს, თუ ქვეყანაში ანტირუსულ განწყობებს არჩევნების შედეგად არჩეული ხელისუფლება შეასუსტებს.
ხელისუფლების ოპონენტები ივანიშვილის “ოცნებას” კრემლის დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებენ და ოკუპანტ ქვეყანასთან პირისპირ შეხვედრების ფორმატის გაუქმებას ითხოვენ. აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა 2021 წლის იანვრისთვის ჩაინიშნა.