თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ცნობით, მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება და კოვიდ ინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მიყვანისას კახი კავსაძის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა, ამ ეტაპზე სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია.
„კახი კავსაძე ჩვენთან გუშინ, დაახლოებით 14:00 სთ-ზე შემოიყვანეს. შემოყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო. ჩატარდა ყველა ღონისძიება. დადასტურებულია კოვიდ ინფექცია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კოვიდ ინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება. კლინიკურად მასთან სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდ ინფექციამ და მისმა გართულებამ. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს. გემოდინამიკა უფრო სტაბილური გახდა. სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვიმედოვნებთ, ღონისძიებები, რომელიც უკვე ჩატარდა და მომავალში ჩაუტარდება, პაციენტის გამოჯანმრთელებას გამოიწვევს“, – განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს.
მსგავსი სტატიები
- 45
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და ოპოზიციის აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება: "რად უღირთ ხელისუფლებაში დარჩენა ასეთი სახით და ასეთი ძალით... ყველამ ვიცით, რომ არჩევნები უმოწყალოდ გაყალბდა... რამდენჯერ უნდა ჩავრჩეთ ამ მოჯადოვებულ წრეში?!", - წერს მაკა ჩიჩუა.
- 44
ლევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
- 42
ცნობილმა ქართველმა მწერალმა და მოქანდაკემ გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილმა, რომლის წიგნებიც ნიუ-იორკის რჩეულ ბიბლიოთეკაში მარკ ტვენის, იულიამ ფოლკნერის, ერნესტ ჰემინგუეისა და სხვა გამოჩენილი ავტორების ნამუშევართა გვერდით, ღირსეულ ადგილს იკავებდა, თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა. გიორგი პაპაშვილი, რომელსაც "გაამერიკელებულ ფიროსმანსაც" უწოდებდნენ, აშშ-ში 1920-იანი წლებში ჩავიდა. ემიგრანტს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა მეუღლესთან თანაავტორობით დაწერილმა…
- 41
"ქართული ეთნოსი კავკასიის გეოგრაფიულ რეგიონში წარმოიქმნა. აქ შექმნა მრავალფეროვანი და ორიგინალური ეთნიკური კულტურა. მახლობელი აღმოსავლეთის კულტურულ-ცივილიზაციური სივრცის განუყოფელი ნაწილიც იყო, საიდანაც იღებდა და შემოქმედებითად გარდაქმნიდა კულტურულ მიღწევებს, ქართული კულტურის მთელი რიგი ელემენტები კავკასიის სხვა ხალხებში ვრცელდებოდა. მათ შორისაა მატერიალური კულტურის ისეთი სახე როგორიცაა მამაკაცის სამოსი, რომელიც საქართველოში ჩოხა-ახალუხის და მის…