ახალ ზელანდიაში კაცი ფულის სანაცვლოდ სხვების ნაცვლად ერთ დღეში 10-ჯერ აიცრა

ახალ ზელანდიაში ფულის სანაცვლოდ კაცი სხვების ნაცვლად ერთ დღეში Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 10-ჯერ აიცრა.

პირი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არა რის და შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. როგორც ცნობილია, კაცი სხვადასხვა ვაქცინაციის ცენტრებში იცრებოდა, რის სანაცვლოდაც მას თანხას სავარაუდოდ ის ადამიაენბი უხდიდნენ, რომელთა სახელითაც ის რეგისტრირდებოდა.

ოკლენდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგის თქმით, არ არსებობს კვლევა იმაზე, თუ რა შეიძლება დაემართოს ადამიანს 10 დოზა ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში. მისი თქმით, აღნიშნული ადამიანი სავარაუდოდ 1-2 დღის განმავლობაში თავს ცუდად იგრძნობს. ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტრო 10-ჯერ აცრილ კაცს ექიმთან კონსულტაციის გავლა ურჩია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share