ოზურგეთის “მერცხალსა” და აბაშის “ზანას” შორის მატჩი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეხვედრას ოზურგეთის “მერცხალი” იგებდა, როცა მის კარში პენალტი დაინიშნა. მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო, თუმცა მსაჯმა ჩათვალა, რომ მეკარემ წესები დაარღვია და ნაბიჯი წინ გადმოდგა. შესაბამისად, პენალტი ხელმეორედ დანიშნა, რასაც “მერცხალის” ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების პროტესტი მოჰყვა.
კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა ვითარების განმუხტვა მოხერხდა და მატჩი გაგრძელდა.