#თავისუფლებამიშას – 21 დეკემბერს, 18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აქციას აანონსებს. ინფორმაციას პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილი უკვე სამი თვეა პატიმრობაში იმყოფება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1-ლ ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც ის საქართველოში ჩამოვიდა.
მიხეილ სააკაშვილი ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში რეაბილიტაციას გადის. ის კლინიკაში 19 ნოემბერს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს.