ჭინჭაოს ტბის მაგიური ძალა და ტბაში მცხოვრები „წყლის ხარი“

საქართველოში არსებობდა ლეგენდები, რომელთა მიხედვით ტბებში ცხოვრობდნენ – წყლის ხარები, წყლის კამეჩები, წყლის ცხენები და ა.შ. ამის გამო მწყემსებს საზაფხულო საძვრებზე გარეკილი საქონელი ტბასთან მიყავდათ, რადგანაც თუ კი ტბაში პირუტყვს ჩაუშვებდნენ და მის წყალს დაალევინებდნენ ან დაბანდნენ, საქონლის ჯოგი კარგად განაყოფიერდებოდა (მ. მაკალათია 1972) და ნამატიც დიდი იქნებოდა.
ვ. შამილაძის (1964) ცნობით არსებობდა ლეგენდა იმის თაობაზე, რომ ჭინჭაოს ტბაში ცხოვრობდა წყლის ხარი, რის გამოც ხალხს სჯეროდა, რომ ტბას გააჩნდა განაყოფიერების მაგიური ძალა. ამის გამო უშვილო აჭარელი ქალები ჩადიოდნენ ტბაში განსაწმენდად. მოსახლეობა დარწმუნებული იყო, რომ ჭინჭაოს ტბის მაგიურ ძალას შეეძლო უშვილო ოჯახის დახმარებოდა.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share