2022 იქნება პანდემიის დასრულებისა და გლობალური ეკონომიკის აღდგენის წელი -JPMorgan-ის ანალიტიკოსები

პანდემია 2022 წელს დასრულდება და გლობალური ეკონომიკა სრულად აღდგება -ვარაუდობენ აშშ-ს უმსხვილესი ბანკის  JPMorgan-ის ანალიტიკოსები

“ჩვენი ვარაუდით, 2022 წელი იქნება გლობალური ეკონომიკის აღდგენის წელი, გლობალური პანდემიის დასასრული და ნორმალურ პირობებში დაბრუნების წელი, რაც გვქონდა Covid-19-ის გავრცელებამდე,” ამბობს  JPMorgan-ის გლობალური ბაზრების მთავარი ანალიტიკოსი, მარკო კოლანოვიჩი.

JPMorgan-ის ანალიტიკოსები პოტენციურ რისკებად და გამოწვევებად ევროპასა და აზიაში გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, გაზრდილ ინფლაციას, ენერგოკრიზისსა და ვაქცინაციის დაბალ ტემპს ახალ შტამს, ომიკრონს ასახელებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share