ვეროკავშირის ელჩის ოფისში ამ წუთებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს. ხელისუფლების ოპონენტები აშშ-ს ელჩს კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ხვდებიან.
შეხვედრას ენმ-ს ლიდერები კობა ნაყოფია და გრიგოლ ვაშაძე ესწრებიან. პოლიტიკოსების საელჩოში ვიზიტისა და განხილვის თემა, სავარაუდოდ, 31 ოქტომბრის არჩევნები და მასთან დაკავშირებული მოვლენებია.