საჭიროა თუ არა გუბერნატორის ინსტიტუტის არსებობა? – ფლანგვის დეტექტორი მორიგ კვლევას აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციების შენახვა 2014-2022 წლებში მოსახლეობას 59 მილიონი ლარი დაუჯდა:
“დღემდე დამკვიდრებული პრაქტიკით, რწმუნებულ-გუბერნატორის ინსტიტუტი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივ მთავრობებზე ზეწოლის ბერკეტია.
გუბერნატორის ადმინისტრაციები მუნიციპალიტეტების არჩეული მერების საქმიანობაში ჩარევას ცდილობენ.
2014 წელს გუბერნატორების ადმინისტრაციებში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუმცა დაფინანსება, პირიქით, გაიზარდა.
2014-2022 წლებში ამ ინსტიტუტის თანამშრომელთა ხელფასებში ბიუჯეტიდან 41 მილიონი დაიხარჯა, გაორმაგდა გუბერნატორების ხელფასებიც და 5,900 ლარი გახდა” – წერს ორგანიზაცია.