სახელმწიფო რწმუნებულის ლანჩხუთის,ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

სახელმწიფო რწმუნებულის ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გიორგი ურუშაძის ხელმძღვანელობით, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №628 დადგენილებით დამტკიცებული „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები და მათი დაფინანსების საკითხი განიხილეს; ასევე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტების წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებებზე.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share