9 და 12 წლის ბავშვების გაუპატიურებისთვის თბილისში ორი ადამიანი დააკავეს, მათ შორის არასრულწლოვნების მამა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ბავშვებზე სისტემატურად ძალადობდნენ.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111 (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის), 137-ე (გაუპატიურება) და 140 (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) მუხლებით მიმდინარეობს.