ხმაური იყო ბათუმში – აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების აქციას ქობულეთის სოფელ ციხისძირის მოსახლეობაც შეუერთდა. მათ სასმელი წყალი თვეებია, არ მიეწოდებათ, რის გამოც შეხვედრა მოითხოვეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან. თორნიკე რიჟვაძე მათთან არ გამოჩნდა, ამან კი კონფლიქტი გამოიწვია.
“რიჟვაძე არის მონაც და მექრთამე-კორუფციონერიც. 1 თვეა, ხალხში არ ჩნდება. საერთოდ დავიწყებული აქვთ ხალხის პრობლემები”, – ამბობს დეპუტატი, ელგუჯა ბაგრატიონი.
აქვე – აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან სავაჭრო ჯიხურებს განათავსებენ იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ივაჭრონ და საკუთარი პროდუქცია გაყიდონ.
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით შეკრებილები საპროტესტო აქციას 24-საათიან რეჟიმში მართავენ.