ომბუდსმენის კონსილიუმის წევრი, გიორგი გრიგოლია ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნაში მითითებული იქნება ფსიქო-ნევროლოგიური რეაბილიტაციის აუცილებლობის შესახებ:
„დასკვნაში იქნება, რომ სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება სერიოზული ფსიქო-ნევროლოგიური რეაბილიტაცია — ეს დაავადება არის უზარმაზარი სტრესის და მე-18 დაწესებულებაში გადატანილი წამების შედეგი,“ — ამბობს გიორგი გრიგოლია.