“მინდა ეკატერინე ტიკარაძეს წარმატებები ვუსურვო…დარწმუნებული ვარ, თავის წვლილს მომავალშიც შეიტანს…ჯანდაცვის ახალ მინისტრზე მსჯელობა გუნდში მიმდინარეობს”-თალაკვაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წლიურ ანგარიშს ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძეც დაესწრო, რომელიც ჯანდაცვის უწყების მომავალ ხელძღვანელად სახელდება.

თალაკვაძე ამბობს, რომ ტიკარაძის შემცვლელზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და გუნდი ამ საკითხზე აქტიურად მსჯელობს.

“მე მინდა ეკატერინე ტიკარაძეს წარმატებები ვუსურვო, მის გვერდით ჯდომა, რა თქმა, უნდა, ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ თანაგუნდელები და დარწმუნებული ვარ, თავის წვლილს მომავალშიც შეიტანს საქართველოს წარმატებაში. მე ვიჯექი მის გვერდით იმიტომ, რომ ის არის ჩვენი თანაგუნდელი, რაც შეეხება ჯანდაცვის ახალ მინისტრს, მიმდინარეობს გუნდში მსჯელობა, გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერმინისტრი და სწორედ ის წარადგენს ჯანდაცვის ახალ მინისტრს”,- თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

თალაკვაძე ჯანდაცვის მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებს შორის სხვა მიზეზებთან ერთად, სამედიცინო განათლებიდან გამომდინარე დასახელდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share