შემომხედე-კეცის მთლელი კაცი გურიიდან

შემომხედე!

ამას რომ ვაკეთებ, უკვე ვხედავ სადღაც შორს, ბედნიერ ვახშამს.

ასე კილომეტრებით შორს კი არა, ბაბუა, წლებით შორს. აი კეცი, ბევრი წელი გაძლებს. მე რომ მოვკდვები, იმის მერეც და ღმერთმა შენ ას წელიწადს გაცხოვროს, იმის მერეც.

ხოდა, წარმეიდგინე, ვინცხა ჯდანა და აცხობს ჭადს შენს გაკეთებულ კეცში ორიათასასრომელიცხა წელს – უკვდავება არაა მაგი? კი, უკვდავებაა. ქვის თლა მთლად ავდილი საქმე არ გეგონოთ. კილომეტრებს გავდივარ, ეგერ, იმ მთაში ვტეხავ და მერე მოვათრევ. ველაპარაკები ხოლმე. პასუხს თუ მცემს? გაგიკვირდება და რავა არა. ზოგი ქვაი მუნჯია, მარა ზოგს ვერ გააჩერებ.

ასე ლაპარაკ-ლაპარიკში ვაბრუებ და ვიმორჩილებ. ჩემი წინაპრების საქმე იყო აი საქმე და 12 წლის რო ვიყავი, მას მერე მეც გავყევი. აი, ჩემი კეცები ამერიკაშიც კი აქვენ ახლა, გამეიწერენ და მიაქვენ. ერთმა საცხა ლაკი წუუსვა და სურათი გამოგვიგზავნა. ტიტუ! – მე ვუთხარი – მოგვეჭრა თავი! და ახალი გავუგზავნე თავიდან.

კეცი უნდა იყოს კეცი, ცოტა უხეში და ხორკლიანი. ხელი უნდა ეტყობოდეს კეცს. აი ნატანჯი და წლოვანი ხელი. ამიზაა, რომე კეცზე გამომცხვარი ყოლიფერი გემრიელია. აბა, სხვანაიარად რაფერ?!

ავთო სიხარულიძე. კეცის მთლელი. შუა ამაღლება. გურია.

ფოტო | ნათელა გრიგალაშვილი

ამბავი | გიორგი კეკელიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share