გრიგოლ ვაშაძემ და კობა ნაყოფიამ ევროკავშირის რეზიდენცია უკვე დატოვეს. შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
“ჩვეულებრივი კონსულტაციები იყო, რომ პროცესები უფრო დაჩქარდეს” – ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი კობა ნაყოფია.
ავქე – ამ წუთებში ოპოზიცია გეგმებთან დაკავშირებით სამსჯელოდ “ლელოს” ოფისში იკრიბება.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა, რის შემდეგაც ორი კვირა გავიდა და ჯერ მთავარი, მესამე რაუნდი, არ გამართულა.
მთავრობის ოპონენტები პოზიციას არ ცვლიან, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ხელისუფლება ხელახალი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში შესაძლოა პარლამენტი ერთპარტიული იყოს.
მსგავსი სტატიები
- 87
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 79
30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
- 79
ირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
- 73
„31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან“, – ამბობს შერილ ფერნანდესი, ამერიკის…