ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააშვილის შესახებ წერს:
“საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა.
საზოგადოება, განსხვავებით იმ 50 დღისგან, დუმს, მშვიდადაა და საახალწლო მზადებაშია.
რა კარგად იცნობს კრემლი ქართველთა ბუნებას… ჩვენ ხო დაღლილები ვართ დაბადებულები.
დღეს ბევრად საშიში მდგომარეობაა მიხეილ სააკაშვილისთვის, ვიდრე აქამდე იყო და ამ საშიშროებას ჩვენი დაღლა–დუმილი კიდევ უფრო ამძაფრებს.
რეალობიდან გამომდინარე დღეს მთავარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენა და ამისათვის ყველა გზა ჩემთვის მისაღებია, რეალური გზა და არა გულში მჯიღების ცემა, რომელსაც დღეს სამწუხაროდ არანაირი აზრი არა აქვს”, – წერს ირინა სარიშვილი.