ლიხაურში მანქანა ძროხას დაეჯახა, ძროხა მოკვდა, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

რამდენიმე წუთის წინ, სოფელ ლიხაურში მსუბუქი ავტომანქანა ძროხას დაეჯახა.

როგორც “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი, საქონელი დაიღუპა, მანქანას კი ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო დახმარების ბრიგადა.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მძღოლი მსუბუქადაა დაზიანებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share