“არც კი მივცეთ პრეზიდენტს საშუალება, რომ ოდნავ მაინც გადაუხვიოს ამ გზიდან” – არმაზ ახვლედიანი

პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საერთო შერიგების იდეაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის აპირებს, მივიდეს პრეზიდენტთან ხვალინდელ შეხვედრაზე.

„ეს არის ისეთი რამდენიმე ნაღმი, რომ შეიძლება საერთოდ ყველაფერი გვერდზე დაგვრჩეს. ამიტომ, ამის გათვალისწინებით და არა ვიღაცის სიბრიყვეზე აყოლით, იმოქმედებს ოპოზიცია, მე ამის მჯერა.

მიმაჩნია, ახლა არის საქართველოში ის ვითარება, როდესაც ყველა შანსი უნდა გამოვწუროთ ბოლომდე. არც კი მივცეთ ინიციატივის ავტორს, იქნება ეს პრეზიდენტი თუ ნებისმიერი სხვა იმის საშუალება, რომ ოდნავ მაინც გადაუხვიოს ამ გზიდან, ჩვენ უბრალოდ სხვა შანსი არ გვაქვს საფრთხეებიდან გამომდინარე“ – აღნიშნა ახვლედიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share