ქუთაისი ისევ დროშის გარეშეა

ქუთაისი ეროვნული სიმბოლიკის გარეშე კიდევ ერთხელ დარჩა. ნიკეას ქუჩაზე 47-მეტრიან სადგარზე დროშა ისევ არ ფრიალებს.

დროშის მონტაჟისთვის მერიამ ტენდერი 6-ჯერ გამოაცხადა, ქალაქის ბიუჯეტს კი მისი აღმართვა 50 ათასი ლარი დაუჯდა.

ქუთაისის მერია დროშის მოწყობას ორ წელზე მეტხანს ცდილობდა. მეექვსე მცდელობაზე, ტენდერში შპს “ნიუ იბერიამ” გაიმარჯვა, რომელსაც დროშის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 49 959 ლარი გადაეცა. თუმცა დროშა ქალაქის ისეთ ნაწილში აღმართეს, სადაც ძირითადად სულ ქარია, რის გამოც დროშა ზოგჯერ ქარს მიაქვს, ზოგჯერ კი ზიანდება და მერია ხსნის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share