უბედური შემთხვევა ავსტრალიაში – ტასმანიის შტატის ქალაქ დევონპორტში “გასაბერი სასახლიდან” გადმოვარდნის შედეგად 4 ბავშვი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
ტრაგედია ძლიერმა ქარმა განაპირობა, რომელმაც “გასაბერი სასახლე” ჰაერში აიტაცა და დააზიანა. ბავშვები დაწყებითი სკოლის მოსწავლეები იყვნენ და მათ “გართობის დღე” ჰქონდათ.
პოლიციამ განაცხადა, რომ ბავშვები დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნენ.
გარდაცვლილების ასაკი და დამატებითი ინფორმაცია დაშავებულებზე ჯერ არ გავრცელებულა.