კიმ ჩენ ინი საჯარო სიკვდილით დასჯის „ცერემონიებს“ განაგრძობს. ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი სრულიად წარმოუდგენელი მიზეზების გამო ხოცავს ადამიანებს.
მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში სიკვდილით დასჯის სულ მცირე 23 საჯარო „ცერემონია“ გაიმართა.
ინფორმაცი ამის შესახებ ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ გაავრცელა.
კიმ ჩენ ინმა 7 ადამიანი სამხრეთ კორეული პოპის მოსმენის გამო დასაჯა, ის აღნიშნულ მუსიკას ავთვისებიან სიმსივნეს უწოდებს.
უფრო მეტიც, რამდენიმე კვირის წინ, მან სიკვდილით დასაჯა ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც სერიალ Squid Game-ის ჩანაწერებს ყიდდა.