აშშ-მა საქართველოდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან და მალაიზიიდან 37 კომპანია შავ სიაში შეიყვანა

„ამ 37 ორგანიზაციის ქმედება ამერიკის ხელისუფლების მხრიდან შეფასდა როგორც ამერიკის საგარეო პოლიტიკისა და მისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ ქმედებად. ისინი მოექცევიან ამერიკული პროდუქციისა და ტექნოლოგიების პრაქტიკულად შესყიდვების აკრძალვის რეჟიმში, რომლებზეც მოქმედებს საექსპორტო კონტროლი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ამ ორგანიზაციებიდან 3 საქართველოშია, ერთი მალაიზიაში, ორი თურქეთში და დანარჩენი ჩინეთში.

სიაში შეტანილია საქართველოში მოქმედი სამი კომპანია: Gensis Engineering; ROV Solutions და SAEROS Safety ERO Company. დოკუმენტის თანახმად, ეს კომპანიები საექსპორტო კონტროლს არღვევდნენ, რაც აშშ-ს საგარეო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share