“ზურაბიშვილს შერიგების არც მანდატი აქვს და არც ბერკეტი…კობახიძეს კი ვინ მისცა იმის უფლება, რომ…ვინმეს რამე აპატიოს?!”- ჭიჭინაძე

“ტრიბუნას” ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მნიშვნელობა პოლიტიკოსების შერიგებას კი არ აქვს, არამედ ხალხმა უნდა აპატიოს მათ. მისი თქმით, 1991 წლიდან მოყოლებული, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, შუამავლის როლი კი ეკლესიამ უნდა აიღოს თავის თავზე:

“შერიგება არა და ვაჭრობა – გარიგება ნამდვილად და თან გადამგდებლებთან!

მით უმეტეს, სალომე ზურაბიშვილს ამის  არც მანდატი აქვს  და არც ბერკეტი, კობახიძეს კი ვინ მისცა იმის უფლება, რომ ვინმეს რამე აპატიოს?! აღსარებებიც ჩაიბაროს ბარემ.

ისე,  ამ 18 წლის მანძილზე ამდენი ვალი რომ დაგროვდა ქვეყანაში,  ხალხი ასე გაღატაკდა და დაბეჩავდა, ამის ჩამდენების „პატიებასაც“  გულისხმობენ მავანნი?! – ეს აინტერესებთ ადამიანებს და კიდევ ის, ხვალ პოლიტიკური ძალებმა რომ გამოგვიცხადონ, შევრიგდითო, (უფრო სწორედ გავრიგდითო) და  შემდეგ არჩევნები რომ ჩატარდება, წაგებული მხარე აღიარებს შედეგებს,  თუ ისევ კრიზისში შევალთ?

მოკლედ, პოლიტიკოსების შერიგებას კი არ აქვს მნიშვნელობა, ხალხმა უნდა  აპატიოს მათ და მათი ნდობა აღდგეს.

ამისთვის კი,  მორალი ყველა უმსგავსობის უშუალო მონაწილემ და გამპრავებელმა არ უნდა გვიკითხოს. პირიქით, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და შეფასება უნდა მიეცეს ყველა მოვლენას, 1991 წიდან მოყოლებული – აი მაშინ შეიძლება ხალხთან საუბარი.

რეალურ შერიგებას და შუამავლობას  რაც ეხება, ეს პოლიტიკოსებმა კი არა,  ეკლესიამ უნდა ითავოს, ყველაზე დიდი ნდობა დღეს მათ აქვთ და იმიტომ” – აცხადებს ჭიჭინაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share