დღეს ბარბარობაა – ფაქტები წმინდანის ცხოვრებიდან, რაც ყველა მორწმუნემ უნდა იცოდეს

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს წმინ­და დიდ­მო­წა­მე ქალ­წუ­ლის, ბარ­ბა­რეს ხსე­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში წირ­ვა-ლოც­ვა სრულ­დე­ბა.

წმინ­და დიდ­მო­წა­მე ბარ­ბა­რე მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის­თვის მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, მმარ­თველ მარ­კი­ა­ნეს დროს ეწა­მა. იგი ფი­ნი­კი­ის ქა­ლაქ ილი­ო­პო­ლის­ში ცხოვ­რობ­და და მდი­და­რი წარ­მარ­თის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი იყო. მისი მამა დი­ოს­კო­რე კერ­პებს სცემ­და თაყ­ვანს.

ქრის­ტი­ა­ნად მო­ნათ­ვლის შემ­დეგ ბარ­ბა­რემ ღვთის წი­ნა­შე ქალ­წუ­ლო­ბის აღ­თქმა დადო, რომ თავს ღმერ­თს შეს­წი­რავ­და.

ბარ­ბა­რეს სურ­ვილ­მა დი­ოს­კო­რე გა­ნა­რის­ხა. მან ქა­ლიშ­ვი­ლი ქვეყ­ნის მარ­თველ მარ­კი­ა­ნეს­თან მი­იყ­ვა­ნა, რომ ქრის­ტი­ა­ნებ­მა გა­და­ი­ბი­რეს და წა­მე­ბით სიკ­ვდი­ლის ღირ­სი იყო. ღვთის შემ­წე­ო­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით წმინ­და ბარ­ბა­რემ არა­ერ­თი სა­ტან­ჯვე­ლი და­ით­მი­ნა. მათ შო­რის ტყა­ვის შოლ­ტე­ბით ცემა, რის შემ­დე­გაც მას სა­კან­ში უფა­ლი გა­მო­ე­ცხა­და და გა­ამ­ხნე­ვა.

წმინ­და ბარ­ბა­რეს თავი მის­მა მა­მამ მოკ­ვე­თა, რის­თვი­საც იგი უფ­ლის­გან და­ი­სა­ჯა. იმა­ვე წამს დი­ოს­კო­რეს ცი­დან ცე­ცხლი და­ა­ტყდა. და­ი­სა­ჯა მარ­კი­ა­ნეც, რო­მელ­საც მეხი და­ე­ცა.

წმინ­და ბარ­ბა­რეს წმინ­და ნა­წი­ლე­ბი ამ­ჟა­მად კი­ევ­ში, ვლა­დი­მე­რის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­შია დას­ვე­ნე­ბუ­ლი და მათ­გან მრა­ვა­ლი სას­წა­უ­ლი აღეს­რუ­ლე­ბა.

წმინ­და დიდ­მო­წა­მე ბავ­შვე­ბის მფარ­ვე­ლად ით­ვლე­ბა. მას ყრმა­თა კურ­ნე­ბის­თვის, შვი­ლი­ე­რე­ბი­სა და მო­უ­ლოდ­ნე­ლი, უზი­ა­რე­ბე­ლი სიკ­ვდი­ლის­გან დაც­ვის­თვის ევედ­რე­ბი­ან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share