ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
მსუბუქი ავტომობილი მდინარე კინტრში გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.