ძალოსნებმა წლის ბოლოს საუკეთესო ასპარეზობა გვაჩვენებს და 17 მედალი დაიმსახურეს

ოზურგეთის სპორტის სასახლეში ძალოსნობაში მუნიციპალური პირველობა, გელა მარგველიანის სახელობის გარდამავალი თასის გათამაშება გაიმართა.
 მუნიციპალურ პირველობაში 6 წონით კატეგორიაში 17 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 2 გოგო, რომლებმაც პირველად იასპარაზეს, ბიჭებს ტოლი არ დაუდეს და შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ.
შეჯიბრი სანახაობრივი გამოდგა, მწვრთნელებმა მექი ლიპარტელიანმა, ლაშა ონიანმა, თემურ და ჯუმბერ ღლონტებმა ერთგვარად გაწეული მუშაობის ანგარიშიც ჩააბარეს. მოზარდებს ამხნევებდნენ და შედეგებიდაც კმაყოფილები ჩანდნენ.
აღსანიშნავია სოფელ მერიის ძალოსანთა გუნდის შედეგი, რომელმაც სულ რაღაც 3 თვეა დაიწყო ვარჯიში და ბავშვებმა საკმაოდ კარგი მომზადება აჩვენეს.
საბოლოო შედეგები კი ასე გადანაწილდა რვა სპორტსმენი ოქროს მედალსა და პირველ ადგილს დაეუფლა, ხუთმა სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ოთხი სპორტსმენი კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
რაც შეეხება გელა მარგველიანის გარდამავალ თასს, იგი დამსახურებულად გიორგი სამსონიამ მოიპოვა.
↪შეჯიბრს გარდაცვლილი სპორტსმენის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ასპარეზობის ბოლოს გამარჯვებულები ორგანიზატორმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელმა დაწესებულებამ თასებით, მედლებით და დიპლომებით დააჯილდოვა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share