არაოფიციალური ინფორმაციით, ღარიბაშვილი ივანიშვილს ხვდება

“მთავარი არხის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ამ წუთებში, პრემიერი ღარიბაშვილი ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ხვდება.

მანამდე კი, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯანდაცვის აწ უკვე გადამდგარი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე შეხვდა, მასთან შეხვედრის შემდეგ კი აუდიენცია პატრიარქ ილია მეორესთან გამართა. მოგვიანებით, ტიკარაძემ ივანიშვილთან შეხვედრა უარყო.

ხვალ დილით საქართველოს პრემიერი მთავრობას და საზოგადოებას წლის ანგარიშს წარუდგენს, თუმცა ჯანდაცვის მინისტრისთვის განკუთვნილი სავარძელი ცარიელი იქნება. ეკატერინე ტიკარაძის მოულოდნელი გადადგომის შემდეგ, მმართველი გუნდი მის შემცვლელზე ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა.

ტვ მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share