დატოვებს თუ არა წლის ბოლომდე თანამდებობას ნათია თურნავა

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ახალ წლამდე თანამდებობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დატოვებს.

ნათია თურნავას 2022 წლიდან პოსტზე მისი პირველი მოადგილე, ოთარ დანელია ჩაანაცვლებს. წლების წინ დანელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. თავად დანელია უარყოფს ინფორმაციას, რომ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

ადამიანები, რომლებიც ივანიშვილ-ღარიბაშვილის ფსიქოლოგიას კარგად იცნობენ, ფიქრობენ, რომ პრემიერი ამ საკადრო ცვლილებებით, ძალაუფლების სადავეების მთლიანად გაკონტროლებას ცდილობს. ქართული ოცნებაში კი მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილ ცვლილებებს ისევ უარყოფენ.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share