2018 წელს უკრაინულ საიტზე ატვირთულ აუდიოჩანაწერებს გაყალბებულის უწოდებს თემურ ალასანია. მესამე პრეზიდენტის ბიძამ გაჟღერებულ მძიმე ბრალდებებს მტკნარ სისულელეს უწოდებს.
“სისულელესაც აქვს თავისი გრადაცია – არსებობს უბრალოდ სისულელე, ჩვეულებრივი, ყოველდღიური ტყუილი, დაუჯერებელი, ყოველგვარ ზღვარს გადასული ტყუილი და ბოლოს არის მტკნარი სისულელე.
მისი თქმით, მას არ ეკუთვნის სიტყვები – “გადავუხდი მილიონს ადამიანს, ვინც სნაიპერული შაშხანით მოკლავს ბიძინა ივანიშვილს”
“როგორ გგონიათ, ჩემი პროფესიის, ჩემი გამოცდილების ადამიანი ისაუბრებს ამ ტერმინოლოგიით?!”- თქვა ალასანიამ.
მისი თქმით, გამოკითხვაზე “საქართველოს მოქალაქეების” გინებაზეც კითხეს. პრეზიდენტის ბიძა “შაბათის ეთერთან” ჩანაწერის ამ ნაწილსაც ფალსიფიცირებულს უწოდებს.
“ქართველი ხალხისთვის არ მიგინებია!” – აცხადებს ის და ამტკიცებს, რომ ჩანაწერი დაუმონტაჟეს, რადგან მისი განეიტრალებით, სააკაშვილს ანეიტრალებდნენ.
“არის ადგილები, სადაც მე ჩემი ხმა ვერ ვიცანი, პირველად მოუსმინე დღეს”- ამბობს ტვ პირველის ეთერში სააკაშვილის ბიძა.
ტვ პირველი