“კორონავირუსის პანდემია „ენდემური“ გახდება”- როდის პროგნოზირებს ჯანმოს ექსპერტი პანდემიის დასრულებას?

ფარმაცევტული კომპანია Pfizer აცხადებს, რომ 2024 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემია „ენდემური“ გახდება. კომპანიის წამყვანი სამეცნიერო ოფიცერი მაიკლ დოლსტენი განმარტავს, რომ 2024 წლისთვის კორონავირუსი უკვე აღარ იქნება გლობალური პანდემია და მისი გარკვეული „ენდემური“ სახეები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში იქნება გავრცელებული.

”როდის და როგორ მოხდება ეს, დამოკიდებული იქნება დაავადების ევოლუციაზე, რამდენად ეფექტურად გამოიყენებს საზოგადოება ვაქცინებსა და მკურნალობის საშუალებებს იმ ადგილებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები დაბალია. ახალი ვარიანტების გაჩენამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს პანდემიის განვითარებაზე”, – განაცხადა მაიკლ დოლსტენმა.

ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის ქვედა ზღვარმა შესაძლოა, 2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებამდე დაიწიოს, რათა ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შემცირდეს.

allnews

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share