ასეთი შერიგება, რომლიც ღვთის გარეშეა, არ უნდა მივიჩნიოთ შესარიგებელ საფუძვლად – ამბობს მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ეროვნულ შერიგებაზე. მისი თქმით, შერიგება ვერ შედგება, თუ არავინ არაფერზე ბოდიშს არ მოიხდის.
“ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ახლა დავდგებით და ღმერთის გარეშე ვიტყვით, რომ ჩვენ შერიგებული ვართ? და ყველაფერი რაც მოხდა იყო სისულელე. სისულელე კი არა, უფრო ზუსტად, საჭირო იყო? დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან რას ნიშნავს?! ე.ი. ჩვენ არავინ არაფერზე ბოდიში არ მოვიხადოთ, ვინც რა დააშავა არავინ არაფერზე არ თქვა, რომ მე არასწორად მოვიქეცი და ეს ყველაფერი წაიშალოს და დაიწყოს თეთრი ფურცლიდან. ასეთი შერიგებები ხშირად ომით მთვარდება და ამიტომ ასეთი შერიგება, რომლიც ღვთის გარეშე არის, არ უნდა მივიჩნიოთ შესარიგებელ საფუძვლად”,- ამბობს მეუფე სტეფანე.