შეაჩერებს თუ არა საქართველო ირანული ხილ-ბოსტნეულის იმპორტს

რამდენიმე ქვეყანამ ირანული ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი, ობისა ან დიდი რაოდენობით პესტიციდების ნარჩენების გამო აკრძალა. ამის შესახებ ირანის ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის ხელმძღვანელმა, მოსტაფა დარაინეჯადმა განაცხადა.

,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, განიხილავს თუ არა, მსგავსი ნორმის ამოქმედებას საქართველოს მთავრობა.

,,სურსათის ეროვნული სააგენტო პერმანენტულად ამოწმებს როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივი პროდუქტის უვნებლობას. ამ ეტაპზე აღნიშნული ქვეყნიდან შემოსული პროდუქტზე გადაცდომა არ დაფიქსირებულა. ამიტომ მსგავს გადაწყვეტილებას არ განვიხილავთ”,- განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ცნობისათვის, საქართველოში ირანიდან მხოლოდ მიმდინარე წელს 8,020 მლნ აშშ დოლარის საკვები პროდუქტი შემოვიდა, მათ შორის ხილ-ბოსტნეული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share