WHO-ს გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, მსოფლიოში, სექტემბრის შემდეგ, პირველად გასულ კვირას, კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვმა იკლო.
„გასულ კვირას, სექტემბრის შემდეგ, პირველად, მსოფლიოში დაფიქსირდა ახალი შემთხვევების შემცირება, რაც ევროპაში ბოლო კვირების განმავლობაში მიღებული მძიმე ეფექტური და აუცილებელი ზომების დამსახურებაა“ , – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.