“სამწუხაროდ, ყოველ წელს გველოდება ეს გამოწვევა” – კობახიძე 17 მაისსა და 5 ივლისზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 17 მაისის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, “პალიტრანიუსის” ეთერში გამოეხმაურა. თქვა, რომ მსგავსი გამოწვევები
სახელმწიფოს ყოველწლიურად ელოდება.

მომავალშიც რომ გავიხედოთ, სამწუხაროდ, ყოველ წელს გველოდება ჩვენ ეს გამოწვევა, რასაც ჰქვია ის, რომ არის ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც სურთ, კონკრეტული ღონისძიების ჩატარება და მათი კონსტიტუციური უფლებაა ეს. მაგრამ არის საზოგადოების მეორე ნაწილი და ისინი ორგანიზდებიან ხოლმე საკმაოდ დიდი რაოდენობით, როგორც ვხედავთ, რომლებსაც ამის დაშვება არ სურს. ანუ არის საზოგადოების კონკრეტულ წარმომადგენლებს შორის, რიცხოვნობასაც არ აქვს აქ არსებითი მნიშვნელობა, არის კონკრეტული დაპირისპირება, რაც ყოველწლიურად არის გამოწვევა და პრობლემა სახელმწიფოსთვის.

დეტალებში არ შევალ, ჩემთვის რაღაც მისაღებია, მიუღებელია თუ რა არის, ამ დეტალებში არ შევალ, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს, ყოველწლიურად ექნება მას, სამწუხაროდ, ეს გამოწვევა. როგორც კი იქნება მცდელობა, იქნება მეორე მხრიდან დაპირისპირება, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share